пятница, 14 ноября 2008 г.

1. პროექტის სახელი: ჩემი სოფელი

პროექტის მოკლე აღწერა:
2. მოსწავლეები მოიძიებენ,იკვლევენ და აგზავნიან ინფორმაციას თავიანთი სოფლის შესახებ. მათ.შეუძლიათ შექმნან სხვადასხვა სახის თვალსაჩინოება: დახატონ ნახატები,გააკეტონ პლაკატები.

მოსწავლეები ქმნიან ბლოგებს და ცვლიან ინფორმაციას, თავიანთ სოფელში გადაღებულ ფოტოებს.


3. პროექტის სრული აღწერა: პროექტში მონაწილე ბავშვები იკვლევენ და მუშაობენ შემდეგ საკითხებზე: სოფლის გეოგრაფიული მდებარეობა, სოფლის დაარსების ისტორია. საიდან მომდინარეოს სოფლის სახელწოდება. განსხვავებული ტრადიციების და რიტუალების აღწერა რომელიც ამ სოფელში ტარდება. რამდენად შეიცვალა ეს სოფელი დაარსებიდან დღემდე. რა და რა გვარებია ამ სოფელში გავრცელებული. რამდენად ძველია მათი გვარის ისტორია.

ამით ისინი უპასუხებენ შემდეგ კითხვებს:

საიდან არიან წარმოშობით

როგორია მათი გვარის გენეალოგია

ცხოვრობდა თუ არა მათ სოფელში ვინმე ცნობილი ადამიანი

არის თუ არა მსოფლიოში კიდევ ისეტთ ადგილი რომელსაც მათი სოფლის ან მსგავსი სახელი ქვია.

მოსწავლეებს შეუძლიათ შექმნან სხვადასხვა სახის თვალსაჩინოება. გააკეთონ კალენდარი, რომელზეც სხვადასხვა თვეზე სხვადასხვა სოფლის ულამაზესი ხედის ფოტო იქნება დატანილი.

4. მოსწავლეთა ასაკი: 6-15 წლამდე

5. ვადები: 2009 წლის მარტიდან 1-2 თვის მანძილზე

6. შესაძლო აქტივობები: შესაბამისი ინფორმაციის მოპოვება, ვებ გვერდების გაკეთება, ტექსტების კითხვა,ინტერვიუს გაკეთება,სურათის გადაღება.

7. მოსალოდნელი შედეგები: ვებ ბლოგები, ბუკლეტები, კალენდარი

8. სარგებელი სხებისთვის: კულტურათაშორისი დიალოგი

9. სამუშაო ენა: ქართული, რუსული, ინგლისური, გერმანული.

10. საგნებთან კავშირი: კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან, ინტეგრირებული

11. პროექტის ფასილიტატორი: ნინო იმნაძე

12. ფასილიტატორის ელ-ფოსტა: nino.imnadze@gmail.com