пятница, 5 июля 2019 г.

nino imnadzis pedagogiuri praqtikis kvleva


                 სსიპ ქ. თბილისის 160–ე საჯარო სკოლა

                                            ნინო იმნაძე
      მოტივაციის ამაღლების კვლევა გეოგრაფიაში სწავლა–                     სწავლების პროცესში





                   ქ.თბილისის 160–ე საჯარო სკოლის პედაგოგის ნინო იმნაძის პრაქტიკის კვლევა, საბაზო საფეხურზე

აბსტრაქტი 

ნაშრომი წარმოადგენს სსიპ -  ქალაქ თბილისის N160 საჯარო სკოლაში ამავე სკოლის პედაგოგის, ნინო იმნაძის მიერ განხორციელებული პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიშს. კვლევა  დაიწყო  2018 წლის ოქტომბერში და დასრულდა 2019 წლის აპრილში.
ნაშრომში წარმოდგენილია გეოგრაფიის სწავლისადმი მოსწავლეთა დაბალი მოტივაციის განმაპირობებელი ფაქტორები IX კლასში და აღნიშნული პრობლემის დაძლევის მიზნით განხორციელებული ინტერვენციები კონკრეტული  კლასის  მაგალითზე. ჩემი მიზანი იყო გამომეკვლია გეოგრაფიის  მიმართ მოსწავლეთა დაბალი მოტივაციის მიზეზები და მომეძებნა გზები საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გასაუმჯობესებლად, რაც მათი ცოდნის დონის ამაღლებასაც გამოიწვევდა.     წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს ჩემს მიერ განხორციელებული კვლევის ანგარიშს. ნაშრომში განხილულია დაბალი მოტივაციის გამომწვევი პრობლემები, კვლევის დროს თვისობრივი და რაოდენობრივი მეთოდების გამოყენებით შეგროვებული მონაცემთა ანალიზი, პრობლემების გადასაჭრელად დაგეგმილი ინტერვენციები ,ინტერვენციების  შედეგები, მისი შეფასება და დასკვნები.

რასაკვირველია, ნაშრომს არა აქვს პრეტენზია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების საშუალებათა სრული სპექტრის წარმოჩენაზე, ვფიქრობ, ჩემ მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციები დაეხმარება აღნიშნული პრობლემით დაინტერესებულ ადამიანებს სასწავლო სტრატეგიების უკეთ დაგეგმვასა და განხორციელება

                                  
                                    სარჩევი
          აბსტრაქტი-----------------------------------------------------------------------------2
          სარჩევი---------------------------------------------------------------------------------3
          მიზანი----------------------------------------------------------------------------------4
          მეთოდები------------------------------------------------------------------------------4
          შესავალი--------------------------------------------------------------------------------5
          ლიტერატურული მიმოხილვა-------------------------------------------------------6
          მიზანი და ამოცანები -----------------------------------------------------------------10
          პრობლემა და საკვლევი საკითხი.---------------------------------------------------11
          სამიზნე ჯგუფები----------------------------------------------------------------------12
          მეთოდოლოგია-------------------------------------------------------------------------13
          მონაცემთა ანალიზი( ძირითადი მიგნებები).--------------------------------------14
          ინტერვენციების დაგეგმვა და განხორციელება------------------------------------33
          ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები-----------------------------------------35
          კვლევის შედეგად დანახული რეკომენდაციები-----------------------------------38
          დასკვნა----------------------------------------------------------------------------------39
          რეფლექსია------------------------------------------------------------------------------40
          გამოყენებული ლიტერატურა--------------------------------------------------------42
          დანართი---------------------------------------------------------------------------------43

     



           მიზანი:
          მოსწავლეთა გარკვეული ნაწილის დაბალი მოტივაციის მიზეზების დადგენა.
          მოტივაციის თეორიების და ფაქტორების  შესწავლა.
          კვლევის საკითხთან დაკავშირებით  საჭიროებების კვლევა.
          ჩემი პროფესიული ზრდა ამ მიმართებით.
          კოლეგებთან თანამშრომლობა.
          მოსწავლეებთან თანამშრომლობა
          მშობლებთან თანამშრომლობა 
          პრაქტიკული რეკომენდაციების  შემუშავება
          საკვლევ საკითხთან დაკავშირებით ანალიზის  და დასკვნის გაკეთება.
მეთოდები
          საკვლევ საკითხზე -„მოსწავლეთა  მოტივაცია გეოგრაფიის სწავლებისას“
ლიტერატურის გაცნობა და ანალიზი.
          საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვება.
          სამიზნე ჯგუფებში შემსვლელ მასწავლებელთან  ინტერვიუ.
          ინტერვიუ მოსწავლეებთან.
          მშობელთა გამოკითხვა სპეციალურად შედგენილი კითხვარით.
          მოსწავლეთა გამოკითხვა სპეციალურად შედგენილი კითხვარით.







         შესავალი
   საგანმანათლებლო პროცესის ცენტრში დგას მოსწავლე. მისი განვითარება, მიღწევის შედეგი და ხარისხი შეფასების საშუალებით განისაზღვრება.  შეფასების მიზანია იმის გარკვევა რამდენად კარგად ასწავლის მასწავლებელი, რამდენად მაღალია მოტივაცია, რამდენად კარგად სწავლობს მოსწავლე, ამიტომ აუცილებელია გავითვალისწინოთ  და ხელი შევუწყოთ სწავლების პროცეს, გამოვავლინოთ   მოსწავლის  ძლიერი და სუსტი მხარეები და ჩავრთოთ მშობელი სასწავლო პროცესში.
უკანასკნელ ხანებში შეინიშნება მოტივაციის დაქვეითება მთელი რიგი სასწავლო დისციპლინების მიმართ. განსაკუთრებით კი საბუნებისმეტყველო საგნების  მიმართ.  რადგან  ჩემთვის  მთავარია სწავლის ხარისხის გაუმჯობესება და მოსწავლის  განვითარების ხელშეწყობა, საჭიროდ  მივიჩნიე მოტივაციის ასამაღლებლად კვლევა გეოგრაფიის სწავლების პროცესში, მიმეგნო იმ ინსტრუმენტებისთვის, რომლებიც დამეხმარებოდა და ასევე დაეხმარებოდა  ჩემს კოლეგებს სწავლების ხარისხის ამაღლებაში. თანამედროვე პირობებში, როცა ცოდნის მოცულობა ძალზე სწრაფად და მკვეთრად იზრდება, მხოლოდ ცოდნის ათვისება არასაკმარისია. პედაგოგიურ წრეში ყველა ერთხმად აღიარებს მოტივაციის პრიორიტეტულ მნიშვნელობას სწავლება-სწავლის პროცესში და მის საფუძველზე მოსწავლეებში დამოუკიდებლად სწავლის (სწავლის/ სწავლა) უნარების განვითარებას.
მოსწავლის  ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენას და მშობლის ჩართვას სასწავლო პროცესში.
      რადგან  ჩემთვის  მთავარია სწავლის ხარისხის გაუმჯობესება და მოსწავლის  განვითარების ხელშეწყობა, საჭიროდ  მივიჩნიე მოტივაციის როლის კვლევა გეოგრაფიის სწავლების პროცესში, მიმეკვლია იმ ინსტრუმენტებისთვის რომლებიც დამეხმარებოდა და ასევე დაეხმარებოდა  ჩემს კოლეგებს სწავლების ხარისხის ამაღლებაში.
      კვლევა განხორციელდა 160-ე საჯარო სკოლის   IX3  კლასში.
პრობლემის ანალიზი.
    ბავშვი  მეშვიდე  კლასიდან  იწყებს    გეოგრაფიის საფუძვლების შესწავლას,  რომლებიც  მაღალ  სააზროვნო  უნარებს  უვითარებს  მათ.  ამ  ასაკშია  საჭირო  სიფრთხილე,  რადგან  უბრალო  დაეჭვება  საკუთარ  შესაძლებლობებში  იწვევს  დაბალ  თვითშეფასებას,  რაც  იმით  მთავრდება,  რომ  ბავშვი  კარგავს   მოტივაციას,          მოტივაცია  კი  მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების განუყოფელი ნაწილია და შესაბამისად, სწავლა-სწავლების პროცესის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. თავის მხრივ, აკადემიური მოსწრებით ფასდება როგორც პედაგოგების მიერ გაწეული მუშაობა, ისე მოსწავლეთა მიერ მიღწეული შედეგებიც.
      წინამდებარე კვლევის მიზანია მოტივაციის განმსაზღვრელი მამოძრავებელი ფაქტორებისა და მისი ამაღლების შესაძლო ალტერნატიული გზების მოძიება.
 კვლევის პროცესში, შევეცადე ამ მიმართულებით დღეისათვის არსებული პრობლემებისა და მათი გამომწვევი მიზეზების ურთიერთკავშირის დადგენა, სწავლის საბაზო საფეხურზე მყოფი მოსწავლეებისთვის მოტივაციის ხელშემშლელი გარემოებების მოძიება და შემდგომში მათივე მოტივაციის ამაღლების ხელშემწყობი აქტივობების დაგეგმვა.
 ჩემმა  პედაგოგიურმა  პრაქტიკამ  სწორედ  ამ  დილემის  წინაშე  დამაყენა და  გადავწყვიტე  ამ  პრობლემის  კვლევა.
ლიტერატურული მიმოხილვა

„სწავლება ბევრს ნიშნავს, წახალისება კი-ყველაფერს“
 იოჰან გოეთე
   მოტივაციის გამომწვევი ერთი მიზეზის  დადგენის შეუძლებლობა ადამიანთა ბუნების მრავალგვარობაშია.
   კლასში მოსწავლეები სოციალური და კულტურული კონტექსტით, გამოცდილებებით, რწმენით, საჭიროებებით, უნარებით განსხვავდებიან. ეს კი განსაზღვრავს იმ ფაქტორების მრავალსახეობას, რაც მათი მოტივაციის ამაღლებაზე მოქმედებს. მრავალი კვლევით დადასტურებულია, რომ მხოლოდ მაღალი მოტივაციის პირობებშია შესაძლებელი მოსწავლის მიერ მაღალი აკადემიური მოსწრების მიღწევა.


 მოტივაციის თეორიებიდან აღსანიშნავია;
ატრიბუციის თეორია,   ყურადღებას ამახვილებს იმ წარმოდგენებზე, რომლებიც ადამიანებს მაშინ უჩნდებათ, როცა  ამა თუ იმ მოვლენას, შედეგს რაიმე კონკრეტულ ფენომენს უკავშირებს. მაგალითად, გამოცდის ჩაბარება დაკავშირებულია გამართლებასთან, მოსწავლის დაბალი აკადემიური მიღწევები სიზარმაცესთან… როდესაც ერთი მოსწავლე მეორე მოსწავლის მაღალ აკადემიურ მოსწრებას მის დიდ მცდელობას უკავშირებს, შესაძლოა, ამან მის მოტივაციაზე დადებითად იმოქმედოს.  ყველა შემთხვევაში, ეს მოსწავლეებში აღძრავს  გარკვეულ ემოციას, რამაც შესაძლოა იმოქმედოს მათ მოტივაციაზე
 2.მოლოდინების   თეორიის მიხედვით,  წარმატების მიღწევის  მოტივაციას,      დიდწილად, მოსწავლეთა მხრიდან წარმატების მოლოდინი განსაზღვრავს. სასწავლო პროცესში ის მოსწავლეები, რომელთა მიმართაც არსებობს მაღალი აკადემიური მიღწევების მოლოდინი, ძირითადად, აღწევენ კიდეც წარმატებას, იმ მოსწავლეებთან შედარებით, ვის მიმართაც ასეთი მოლოდინი არ არსებობს. 
   3- მიზნის მიღწევის თეორია აქ აქცენტი კეთდება   ადამიანის ბუნებაზე, ისწავლოს დაკვირვებით. მთავარ კონცეპტუალურ ჩარჩოს წარმოადგენს ის, რომ ადამიანები და გარემო ერთმანეთზე ზეგავლენას ახდენენ.  მოსწავლე სწავლობს მასწავლებელზე დაკვირვებით, ასევე თანატოლებზე დაკვირვებით. მოსწავლე მოტივირებულია, თუ არტიკულირებულია კონკრეტული მიზნები,  რომლებსაც მასწავლებელი მასთან შეთანხმების საფუძველზე დასახავს. ამის მიღწევა მოსწავლისა და მასწავლებლის ჯანსაღი ურთიერთობის საფუძველზეა შესაძლებელი. გასათვალისწინებელია, რომ მოსწავლის მიერ მიზნების დასახვა არ ხდება მასწავლებელთან, თანატოლებთან თუ მშობლებთან ინტერაქციის გარეშე. 
     ამ თეორიებს აერთიანებს მასწავლებლის როლის მნიშვნელობა მოსწავლის მოტივაციის ამაღლების საკითხში.
  ატრიბუციის თეორია ხაზს უსვამს მასწავლებლის მხრიდან მუდმივი უკუკავშირის მიცემას,   მიღწევების კონტროლს და მათ სწორ ატრიბუციას.
 მოლოდინების თეორია მოტივაციის ამაღლების ფაქტორად განსაზღვრავს მასწავლებლის და თანატოლების მოლოდინის მნიშვნელობას მოსწავლის აკადემიური მიღწევებისათვის.
  მიზნის მიღწევის თეორია ყურადღებას ამახვილებს მასწავლებლის მიერ ნათელი და არტიკულირებული მიზნების დასახვაზე, რომლის მიღწევის მოტივაციაც უჩნდება მოსწავლეს. სოციალური დასწავლის თეორიაში მოსწავლე სწავლობს მასწავლებელზე დაკვირვებით, მის მოტივაციაზე გავლენას ახდენს მასწავლებელი, როგორც მოდელი, ასევე თანატოლი და სასწავლო გარემო. მოსწავლის მოტივაცია მაღალია თუ მას საკუთარი თავის ეფექტურობის რწმენა აქვს, რომელსაც უვითარებს მასწავლებელი (ოჯახთან ერთად). 
 მოტივაცია არის სტიმული, ქმედება, წახალისება, ძალა, რომელიც იწვევს მოსწავლის სურვილს,    იმოქმედოს ისწავლოს, მიაღწიოს შედეგს.
   ამ მიმართულებით სპეციალური ლიტერატურა განიხილავს ფაქტორთა ერთობლიობას, რაც კომპლექსურად ახდენს გავლენას მოტივაციის ამაღლებაზე.
მოსწავლის ფაქტორი. 
    მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ მოსწავლეები სკოლაში მოდიან სხვადასხვა სოციალური თუ კულტურული კონტექსტიდან, მათ აქვთ გარკვეული გამოცდილებები, სურვილები, მოთხოვნები და მოლოდინები.
დასავლური სკოლა განასხვავებს გარეგან და შინაგან მოტივაციებს. მნიშვნელოვანია, გავიაზროთ ორივე ტიპის მოტივაციის როლი და ეფექტი.
გარეგანი მოტივაციის შემთხვევაში მოსწავლე მიმართულია წახალისების მიღებისკენ, შინაგანი მოტივაციის დროს კი  წახალისების, აღიარების ფაქტორი მინიმუმამდეა დაყვანილი და ფოკუსი  ცნობისმოყვარეობაზე, გამოწვევებზე, სოციალურ ინტერაქციაზეა.
2. მასწავლებლის ფაქტორი 
მოსწავლეთა მამოტივირებელი შესაძლებელია იყოს მასწავლებლის მიერ კონკრეტული საგნის მაღალ დონეზე ფლობა. მოსწავლეს აქვს მოლოდინი, რომ საგაკვეთილო პროცესის დროს ის მოისმენს რაღაც ახალს, მიიღებს პასუხს კითხვებზე. ის უნდა ხედავდეს მასწავლებლის მოტივაციას, გადასცეს მას ახალი ცოდნა.  
მოსწავლეს მოტივაციას აღუძრავს ისეთ საგაკვეთილო პროცესში მონაწილეობა, სადაც მასწავლებელი იცნობს და პატივს სცემს მას, აფასებს მის ინტერესებს. მოსწავლე სწავლობს უკეთესად, როცა მასწავლებელი მშვიდად (და არა სტრესულად) წარმართავს სასწავლო პროცესს, იზიარებს მოსწავლეთა შეხედულებებს, არ განასხვავებს დაბალი და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს, არ მიუთითებს შეცდომებზე.
3.შინაარსის ფაქტორი 
    საგაკვეთილო პროცესის მიმართ მოსწავლის მოტივაციას აღძრავს ის შინაარსი, რომლის მიწოდებასაც ვცდილობთ. თემა, რომელიც მას მიეწოდება, უნდა იყოს გასაგებად გადმოცემული, დროული და მისი ინტერესების შესაბამისი. მასწავლებლის უპირველესი ამოცანაა, მოახდინოს სასწავლო მასალის შინაარსისა და მოსწავლის ინტერესების თანხვედრა. მოტივაციისთვის მნიშვნელოვანია, მოსწავლეს ჰქონდეს არჩევანის შესაძლებლობა, რომელ მოსწავლესთან ერთად შეასრულოს ჯგუფური სამუშაო, როგორი ფორმით წარმოადგინოს დავალება და სხვა.
4.სასწავლო გარემოს ფაქტორი  
  მოსწავლის მოტივაციის ასამაღლებლად საჭიროა წახალისება, მაგალითად, სკოლის ცხოვრებაში მისი ჩართვის გზით. მაღალი აკადემიური მოსწრებისათვის ის გარკვეულ პოზიციას დაიკავებს კლასისა თუ სკოლის მართვაში. მასწავლებელმა უნდა შექმნას თანამშრომლობითი, არა სტრესული გარემო, სადაც მოსწავლეები აკეთებენ ერთობლივ პროექტებს,  ერთობლივად ასრულებენ დავალებებს. საგაკვეთილო პროცესში შესაძლებელია მრავლად იყოს გამოყენებული მაგალითები ყოველდღიური ცხოვრებიდან, ვინაიდან ითვლება, რომ ისტორიების ჩართვას საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ყურადღების მოზიდვა და შესაბამისად, მოტივაციის ამაღლება შეუძლია. მოსწავლე მოტივირებულია, თუ მან ზუსტად იცის, რა მოლოდინი აქვს მასწავლებელს, რა არის მისი მიზანი და შეფასების ობიექტური კრიტერიუმი. შესაბამისად, მოსწავლე მოტივირებულია, მიაღწიოს მიზანს და მიიღოს ამისათვის შექება. 
   ამგვარად  მოტივაცია არის სურვილი, შინაგანი იმპულსი, რომელიც  ადამიანს მიზნის მიღწევისკენ უბიძგებს. მოსწავლის მოტივაციის ინიცირება და მით უმეტეს, მისი შენარჩუნება საკმაოდ რთულია .რაც უფრო მეტად მოტივირებულნი არიან მოსწავლეები, მით მეტია სწავლის ხარისხი, რაც ნაკლებად შესაბამისად, სწავლის ხარისხიც იკლებს.  ის,  რაც ერთ-ერთი მოსწავლისათვის მამოძრავებელი ძალად იქცევა, მეორისთვის შესაძლოა ვერ იქცეს მოტივაციის წყაროდ.
    არსებობს მოტივაციის 2 ძირითადი  ტიპი: შინაგანი და გარეგანი. შინაგანი მოტივაცია არის კონკრეტული ქმედებისკენ სწრაფვა რაიმეს აღმოჩენის სურვილი, გარეგანი მოტივაცია არის კონკრეტული ქმედებისკენ  სწრაფვა, რომელიც გამოწვეულია გარე ფაქტორებით, გარკვეული ჯილდოს ან აღიარების მოპოვების სურვილი( სწავლება და შეფასება, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი 2008.)საკმაოდ ბევრი მიზეზი არსებობს იმის ასახსნელად, თუ რატომ არიან ხშირად მოსწავლეები არამოტივირებულნი (სწორედ ეს არის ჩემი კვლევის მთავარი მიზანი)
   შინაგანი მოტივაცია არის თვით-მოტივაცია და იგი ხშირ შემთხვევაში უფრო ძლიერია და ხანგრძლივია. ზოგიერთი მოსწავლე  დიდი ენთუზიაზმით ეკიდება სწავლას, მაგრამ არიან მოსწავლეები რომლებიც მასწავლებლის მხარდაჭერის გარეშე სწავლისადმი დიდ ინტერეს არ იჩენს მათ მუდმივად სჭირდებათ შექება სტიმული და თანადგომა.
  კიდევ რა ფაქტორები უწყობენ ხელს სწავლის მოტივაციის ამაღლებას?
 1.ცნობისმოყვარეობა.
ადამიანი ბუნებით ცნობისმოყვარეა. ის გამუდმებით ეძებს ახალ გამოცდილებას, თავსატეხს, ცდილობს გადაჭრას ახალ- ახალი პრობლემები. რის შედეგადაც მას ისეთი უნარები და კომპეტენციები უვითარდება, რომელიც ხელს უწყობს გარემოსთან ადაპტაციას. მასწავლებლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა მოსწავლეებს გაუღვიძოს ცნობისმოყვარეობის შინაგანი მოტივაცია.
2. საკუთარი თავის რწმენა
  თვითრწმენა მნიშვნელოვანი მოტივაციაა სწავლისადმი პოზიტიური განწყობის შესაქმნელად. იმისათვის ,რომ მოსწავლე სასწავლო პროცეში აქტიურად ჩაერთოს, ის დარწმუნებული  უნდა საკუთარ შესაძლებლობებში და ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს დასახული მიზნის მიღწევაში
3. მოთხოვნილებები
მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებები  ერთმანეთისგან მეტად განსხვავებულია ,ამის შესახებ ყველაზე ცნობილ კლასიფიკაციას ამერიკელი ფსიქოლოგი აბრაჰამ მასლოუ გვთავაზობს. ის ადამიანის მოთხოვნილებათა ხუთ კატეგორიას გამოყოფს:    
 1. ბიოლოგიური (კვების, წყურვილის დაკმაყოფილების, ძილის…) მოთხოვნილებები;
2. უსაფრთხოების (სტაბილურობის, დაცულობის განცდის…) მოთხოვნილება;
3. კუთვნილებისა და სიყვარულის (ოჯახის, გუნდის, ურთიერთობების, ემპათიის…) მოთხოვნილება;
4. საკუთარი თავის მიმართ პატივისცემისა და აღიარების (ამა თუ იმ სტატუსის ქონის, წარმატების, რეპუტაციის მოპოვების…) მოთხოვნილება;
5. თვითრეალიზაციის მოთხოვნილება.

მასწავლებელმა ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარმართვისთვის უნდა შეძლოს მოსწავლეთა საჭიროებებისა და მოთხოვნილების დადგენა, განსაზღვროს, იერარქიის რომელ საფეხურზეა მოსწავლე და რა მოტივები უდევს საფუძვლად სწავლას.
. ეს საშუალებას მოგცემთ, მოსწავლეთა ფსიქოლოგიურ საჭიროებებზე დაყრდნობით შექმნათ ეფექტური და შემოქმედებითი სასწავლო გარემო და უზრუნველყოთ სასწავლო პროცესში თითოეული მოსწავლის აქტიური და ხალისიანი ჩართვა.


          მიზანი და ამოცანები
ნაშრომი ეფუძლება კვლევას, რომელიც მოიცავს რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის შედეგებს. ნაშრომის ნაწილი ეყრდნობა სამაგიდე კვლევას, ასევე გამოყენებულია მეორად მონაცემთა ანალიზი.
კვლევის მიზანია მოსწავლეთა მოტივაციის თავისებურებების შესწავლა და მათი აქტივიზაციის საშუალებების გაანალიზება.   
მიზნიდან გამომდინარე, კვლევაში გამოყოფილია შემდეგი ამოცანები:
1. მოტივაციის შესწავლისადმი ძირითადი თეორიული მიდგომების შესწავლა და გაანალიზება;
2. სწავლის მოტივაციის შესახებ ფსიქოლოგიურ მეცნიერებაში არსებული წარმოდგენების განხილვა;
3. საბაზო საფეხურის მოსწავლეების მოტივაციის თავისებურებების შესასწავლად დიაგნოსტიკური პროცედურების შერჩევა და აპრობირება;
4. საბაზო  საფეხურის მოსწავლეთა მოტივაციის თავისებურებების შესწავლა.







                       პრობლემა და საკვლევი საკითხი
      დღეს სასკოლო სისტემის ერთ-ერთი პრობლემური საკითხია მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების მაჩვენებლები, მათი მოტივაციის ამაღლების გზების ძიება და საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა, რაც ძირითადად გამოიხატება მათი საჭიროებების, მიზნებისა და მისწრაფებების განსაზღვრაში, დაგეგმილი/განსახორციელებელი აქტივობების შეფასებაში.აუცილებელია, მოსწავლეთა საჭიროებებსა და სურვილებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა შემდეგი მიმართულებებით:
      დასწავლის უნარ-ჩვევები;
      დამოკიდებულება სხვადასხვა გარემო ფაქტორების მიმართ;
      მისწრაფებები და ინტერესის სფეროები;
      საკითხის ცოდნის დონე;
      სოციალური ქცევა და მანერები;
        უმეტესწილად ისეც ხდება, რომ ცოდნის მიღება კლასის მხოლოდ გარკვეულ ნაწილს აინტერესებს, შესაბამისად, მუდმივად ჩნდება ინტერესთა კონფლიქტი მასწავლებელს - როგორც სასწავლო პროცესის წარმმართველს, მოსწავლეთა სწავლით დაინტერესებულ ჯგუფსა და იმ მოსწავლეებს შორის, რომლების უფრო მეტად ორიენტირებულები არიან სასწავლო პროცესის ჩაშლაზე/ხელის შეშლაზე. ამ ნაწილში პედაგოგის როლი, უმთავრესია. კერძოდ, მან უნდა იკისროს მედიატორის ფუნქცია, იმგვარად რომ არ ჩაკლას მოტივაცია მოსწავლეთა არცერთ ჯგუფში და ამასთანავე მათთვის მისაღები ფორმით გაატაროს საკუთარი ინტერესები.
      საკვლევ ჯგუფში ამჟამად არსებული  შედარებით დაბალი აკადემიური მაჩვენებლები ჩემი აზრით გამოწვეული იყო დაბალი მოტივაციით, მშობელთა მხრიდან ნაკლები ჩართულობით და გასულ წლებში სწავლის ხარისხის არა საკმარისი დონით,  დასწავლის დაბალი უნარ-ჩვევებით, სოციალური ქცევით და სხვა.
   ამიტომ  ჩემი როგორც გეოგრაფიის მასწავლებლის  მხრიდან   გასათვალისწინებელია  უფრო  მეტი მოტივაციის ამაღლების მეთოდების გამოყენება,  ყველა ფაქტორის გათვალისწინება, მოსწავლეთა განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებების ურთიერთკავშირი. 
        სკოლის ცხოვრებაში მშობლის ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა  ენიჭება რადგან ეს პროცესი  განსაზღვრავს მოსწავლეთა წარმატებას,
   კვლევის თანახმად, მოსწავლეები, რომელთა მშობლები აქტიურად მონაწილეობენ საგანმანათლებლო პროცესში, უკეთეს შედეგს აღწევენ, აქვთ მაღალი  აკადემიური მიღწევები, ასრულებენ უფრო ხარისხიან საშინაო დავალებებს, მათი დასწრების მაჩვენებელი უფრო მაღალია, გამოირჩევიან პოზიტიური ქცევით და კეთილგანწყობით სკოლის მიმართ.
სამიზნე ჯგუფ
პრობლემის და საკვლევი საკითხის გამოკვეთის შემდეგ დავადგინე  სამიზნე ჯგუფი.
 კვლევას ჩავატარე  ქ. თბილისის 160–ე საჯარო სკოლის   IX3  ( დამრიგებელი ნანა ბურჯანაძე)   კლასში, ქვემოთ მითითებულ ვადებში  (2019 ს.წ.II- III- IV  თვე).
     ამავე კლასიდან  დამრიგებლების დახმარებით შევარჩიე მშობლები, მოვახდინე მათ წინასწარი  ინფორმირება, ავუხსნი კვლევის საჭიროებები, მათი თანადგომის აუცილებლობა და  ანონიმურობა.

                      მეთოდოლოგია
          ინტერვიუ  კლაში შემსვლელ მასწავლებლებთან. ჩანაწერთა გაკეთება.( იმედი მაქვს მათი მხრიდან თანამშრომლობის და თანადგომის)
           მშობელთა ანონიმური გამოკითხვა , წინასწარ შედგენილი კითხვარების  საშუალებით და კვლევა.
           მოსწავლეთა ანონიმური გამოკითხვა, წინასწარ შედგენილი კითხვარების საშუალებით და კვლევა.
          საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობასა და აქტიურობაზე დაკვირვება
( მიმდინარე სასწავლო წლის მარტის  და აპრილის თვეებში) .
          გავაანალიზე კვლევის შედეგები.
          გამოვიტანე დასკვნა.
          გავაკეთე პრეზენტაციას საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრაზე.
(ჩატარებული კვლევა, ვიმედოვნებ, მოგვცემს  დაბალი მოტივაციის  გამომწვევ რეალურ სურათს და გამოკვეთს საჭიროებებს, ეს კი   სწავლების ხარისხის ამაღლების აუცილებელი წინაპირობაა.  ვიმედოვნებ, რომ კვლევის შედეგების გათვალისწინება უზრუნველყოფს სწავლების მაღალ  ხარისხს  და დაეხმარება საზოგადოებრივი მეცნიერებების პედაგოგებს ეფექტური გაკვეთილების  ჩატარებაში)

კვლევის მიმდინარეობისას, საკვლევი საკითხის სიღრმისეულად დამუშავების მიზნით, შევხვდი და გავესაუბრე მოსწავლეთა ფოკუს ჯგუფებს. ფუკუს ჯგუფში მუშაობით ნათლად გამოიკვეთა, რომ მათი მხრიდან მოტივაციის ამაღლებისთვის მიზანშეწონილ მექანიზმად ითვლებოდა განმავითარებელი შეფასება. კითხვარების შედგენისას გავითვალისწინე მათი მოსაზრებები.
                   მონაცემთა ანალიზი (ძირითადი მიგნებები)

                    მოსწავლეთა კითხვარების შედეგი:

მიმაჩნია რომ ამ საგანში ზედაპირული ცოდნა საკმარისია

   გეოგრაფიაში ზედაპირულ ცოდნას საკმარისად მიიჩნევს გამოკითხულთა 50%, 25% თვლის რომ საკამრისი არ არის, ასევე 25% მიიჩნევს რომ ხანდახან საკმარისია ზედაპირული ცოდნა.
    მასწავლებლის კომენტარი: გამოკითხვამ აჩვენა რომ მოსწავლეთა დიდი ნაწილის აზრით ამ საგანში ზედაპირული ცოდნა საკმარისია. ნაწილობრივ ეს ყველაფერი განაპირობა საგნების დიფერენცირებამ ეგრეთ წოდებულ წამყვან და მეორეხარისხოვან საგნებად, ასევე წლევანდელ წელს დაემატა საატესტატო გამოცდების გაუქმება, რამაც მოსწავლეთა  გარკვეულ ნაწილს გაუჩინა აზრი იმის შესახებ, რომ ზედაპირული ცოდნით თავისუფლად შეძლებს სკოლის დამთავრებას და მომავალშიც ის ზოგადი განათლება რომელსაც ეს საგანი იძლევა დიდად არ გამოადგება. სწორედ ამიტომ ვფიქრობ გაცილებით მეტი მუშაობა არის საჭირო ჩემი მხრიდან, რათა დავანახო თითოეულ მოსწავლეს ამ საგნის საოცრად დიდი მნიშვნელობა და გეოგრაფიული ცოდნის საჭიროება ცხოვრების ყველა ეტაპზე და მოვახერხო მათში მოტივაციის ამაღლება.


                 ჩემთვის ეს საგანი არც თუ ისე მნიშვნელოვანია
საკითხზე ჩემთვის ეს საგანი არც თუ ისე მნიშვნელოვანია გამოკითხულთა 75% მა უპასუხა რომ არა, 25% მა კი დადებითი შეფასება მისცა. მიუხედავად ამისა დაბალი მოტივაცია და ცუდი აკადემიური მოსწრება 9 კლასში აშკარად შესამჩნევია წლებთან შედარებით.
კეთილგანწყობა   ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია მასწავლებლის  ვიდრე ცოდნა
      საკითხზე მასწავლებლის ცოდნა უფრო მნიშვნელოვანია თუ მასწავლებლის კეთილგანწყობა გამოკითხელი 31 მოსწავლიდან 24 მა დაასახელარომ დიახ, 4 მა –არა, ხოლო სამმა მოსწავლემ პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.
    მასწავლებლის კომენტარი:  IX კლასელი მოსწავლეები უკვე საკმარისად ზრდასრულები არიან იმისათვის რომ გააცნობიერონ რამხელა მნიშვნელობა აქვს პედაგოგის ინელექტს, მის ცოდნას და ამ ცოდნის ბავშვემამდე მიტანას, და მიუხედავად ამისა გამოკითხვამ დაგვანახა რომ უმრავლესობა მათგანის აზრით მასწავლებლის კეთილგანწყობა უფრო მნიშვნელოვანია. ვეცდები გავითვალისწინო ეს მოსაზრება მომავალში.







სასწავლო გარემოს შეფასება

  • კითხვაზე რამდენად პრობლემურია გეოგრაფიის გაკვეთილზე ქცევა ? გამოკითხული 31  მოსწავლიდან   4 თვლის არასდროს, 20 თვლის ზოგჯერ, 5 თვლის რომ უმეტეს შემთხვევაში,ხოლო 2 მოსწავლე თვლის რომ ყოველთვის ყოველთვის.
·         ბ. მოსწავლეები გეოგრაფიის მასწავლებელს პატივისცემით ეკიდებიან    გამოკითხული  31 მოსწავლიდან 25 თვლის, რომ პატივისცემით ეკიდებიან ყოველთვის, 5 თვლის რომ პატივისცემით ეკიდებიან უმეტეს შემთხვევაში, 1 მოსწავლე კი ფიქრობს ზოგჯერ, 0 კი თვლის არასდროს.
·         გ. გეოგრაფიის გაკვეთილზე მუდმივად სამუშაო გარემოა და ქცევა საქმიანია;
       გამოკითხული31  მოსწავლიდან 24 თვლის რომ მუდმივად სამუშაო გარემოა და ქცევა საქმიანია, უმეტეს შემთხვევაში  თვის 5 მოსწავლე, 2 მოსწავლე თვლის რომ ზოგჯერ, არასდროს ხმა არ მისცა არცერთმა მოსწავლემ.
    მასწავლებლის კომენტარი; კითხვაში გამოკვეთილია სამი ძირითად ფაქტორი.  ქცევა,   პატივისცემა,სასწავლო გარემო.პასუხები ცვალებდი და კონტრასტულია ,მოსწვლეების ნაწილისთვის ყველა არსებული საკითხი დადებით შეფასებას იწვევს ნაწილს კი ნეგატიური დამოკიდებულება აქვს.






რა სიხშირით  იყენებს თქვენი გეოგრაფიის მასწავლებელი ქვემოთ მოცემულ აქტივობებს

II- რამდენად ხშირად იყენებს თქვენი გეოგრაფიის  მასწავლებელი ქვემოთ ჩამოთვლილ აქტივობებს:
ა. თუ რამეს ვერ გავიგებთ მასწავლებელი უფრო გასაგები ენით გვიხსნის. გამოკითხული 31 მოსწავლიდან  20 თვლის, რომ გასაგები ენით გვიხსნის,8 კი თვლის უმეტეს შემთხვევაში, 3 მოსწავლე თვლის რომ არასოდეს.
ბ. მასწავლებელი რთულ კითხვას ადვილად გვიხსნის. 18 მოსწავლე თვლის ყოველთვის.
10 კი თვლის უმეტეს შემთხვევაში,3 მოსწავლე კი ზოგჯერ.
გ. კითხვაზე რამდენად აძლევს მასწავლებელი მოსწავლეს საკუთარი მოსაზრების თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობას? 31 მოსწავლიდან 17 თვლის ყოველთვის, უმეტეს შემთხვევაში 8, ზოგჯერ კი თვლის 6 .
დ. კითხვაზე თუ რამდენად ეხმარება მასწავლებელი მოსწავლეს პრობლემის გადაჭრის გზების ძიებაში,19 მოსწავლე თვლის ყოველთვის, 8 მოსწავლე თვლის უმეტეს შემთხვევაში, 2  თვლის ზოგჯერ, 2 მოსწავლე კი თვლის რომ არასოდეს.
მასწავლებლის  კომენტარი:   გაკვეთილის პროცესში არსებული აქტივობებიდან მნიშვნელოვნად მივიჩნიე რთული საკითხის გასაგები ენით ახსნა,მოსწავლის აზრის გამოხატვის თავისუფლება.შედეგები ანალიზი დასაფიქრებელია,რადგან მოსწავლეთა ნაწილისთვის ჩემი სასაუბრო ენა რთულ საკითხებთან მიმართებაში ზოგჯერ გაუგებარია და სავარაუდოდ ეს აფერხებს მათი მოსაზრებების დაფიქისრების მაჩვენებლს.





გამოკითხვა ეხება მოსწავლეთა მოტივაციას
გამოკითხვისას, რომელიც ეხებოდა მოსწავლეთა მოტივაციას საკითხზე
 ა.მასწავლებელი ზრუნავს ჩემი ცოდნის ამაღლებაზე, გამოკითხული 31 მოსწავლიდან 28 მოსწავლემ დააფიქსირა–ყოველთვის, უმეტეს შემთხვევაში 3 მა მოსწავლემ, ხოლო იშვიათად და არასდროს არ დააფიქსირა არცერთმა მოსწავლემ.
ბ .მასწავლებელი მიმანიშნებს  ძლიერ და სუსტ მხარეზე და მასწავლის ჩემი ცოდნის გამოყენებას. 15 მოსწავლე თვლის ყოველთვის, 10 მოსწავლე კი უმეტეს შემთხვევაში, 4 თვლის რომ იშვიათად და 2 მოსწავლე თვლის რომ არასოდეს.
გ-მასწავლებელს აინტერესებს ჩემი მოსაზრებები  და გულისყურით მისმენს, 22 მოსწავლე თვლის  ყოველთვის, 4  უმეტეს შემთხვევაში, 4 იშვიათად და 1 თვლის რომ არასოდეს.
დ. მასწავლებელი მაძლევს მოფიქრების და გააზრების საშუალებას, 19 მოსწავლე თვლის  ყოველთვის, 5  უმეტეს შემთხვევაში, 4 თვლის რომ იშვიათად და 2 მოსწავლე თვლის რომ არასდროს.
მასწავლებლის კომენტარი:  გეოგრაფიის სწავლება თავისი არსით მოიცავს მოსწავლის შეხედულბების და საკითხისადმი საკუთარი დამოკიდებულების ჩამოყალიბების პროცესს,,რომელიც ანვითარებს მოსწავლის აზროვნებას . მასწავლებლის დამოკიდებულება 

მათი ცოდნის გაფართოვებასა და  გამოყენებაში წაროადგენს ზრუნვის ერთგვარ ფორმას ,მედიატორს  ავალებს მოხადიონოს სწორი და მყისიერი უკუკავშირი .სწორედ ამიტომ ასეთი ტიპის აქტიურობები მნიშვნლეოვანდ მივიჩნიე და მსურდა გამეგო ბავშვების შეხედულებები ჩემს მიდგომებზე .სურათი კი ასეთია-მიუხედვად იმისა რომ  გამოკითხულების დიდი ნაწილისთვის ჩემს მიერ მიცემული უკუკავშირი ნათელია და ადვილად აფიქსირებენ საკუთარ მოსაზრებას  ნაწილისთვის ეს საკიითხი ბუნდოვანია.








რა  სიხშირით იყენებს გეოგრაფიის მასწავლებელი მოტივაციის ამაღლების მიზნით აღწერილ გზებსა და მიდგომებს
 III   ა. მასწავლებელი  რ გვაძლევს საშუალებას დავნებდეთ როცა რთული დავალება გვაქვს შესასრულებელი. გამოკითხული 23 მოსწავლიდან თვლის ყოველთვის, უმეტეს შემთხვევაში7,იშვიათ თვლის 1   არასდროს თვლის 1 მოსწავლე.
     ბ- მასწავლებელი მაძლევს საშუალებას საკითხისადმი გამოვთქვა ჩემი მოსაზრება.15 მოსწავლე თვლის ყოველთვის, 10 თვლის რომ უმეტეს შემთხვევაში, 4 თვლის რომ იშვიათად, 2 მოსწავლე თვლის რომ არასოდეს.
     გ- მასწაალიბო ჩემი შეხედულებები. ამ საკითხთან დაკავშირებით  20 მოსწავლე თვლის ყოველთვის, 4 თვლის რომ უმეეტეს შემთხვევაში, 4 თვლის რომ იშვიათად, 4 მოსწავლე კი თვლის რომ არასოდეს.
    დ-  მასწავლებელი ხშირად არ ისმენს  ჩემს მოსაზრებას საკითხთან მიმართებაში, 1მოსწავლე თვლის ყოველთვის, 3 მოსწავლე თვლის იშვიათად,  უმეტეს შემთხვევაში თვლის 6 მოასწავლე, ხოლო 21 მოსწავლე კი ფიქრობს რომ არასდროს.
მასწავლებლის კომენტარი:  გეოგრაფიის სწავლება თვლებელი ცდილობს მომცეს სწორი  უკუკავშირი, რაც ხელს მიწყობს ადვილად და მარტივად ჩამოვაყავისი არსით მოიცავს მოსწავლის შეხედულბების და საკითხისადმი საკუთარი დამოკიდებულების ჩამოყალიბების სპროცესს,,როემლიც ანვითარებს მოსწავლის აზროვნებას .სწორედ ამიტომ ასეთი ტიპის აქტიურობები მნიშვნლეოვანდ მივიჩნიე და მსურდა გამეგო ბავშვების შეხედულებები ჩემს მიდგომებზე .სურათი კი ასეთია-მიუხედვად იმისა რომ  გამოკითხულების დიდი ნაწილისთვის ჩემს მიერ მიცემული უკუკავშირი ნათელია და ადვილად აფიქსირებენ საკუთარ მოსაზრებას  ნაწილისთვის ეს საკიითხი ბუნდოვანია .


  



   გამოკითხული 31 მოსწავლიდან 22 მოსწავლე მიიჩნევს რომ აზრის თავისუფლად გამოკითხვის საშუალება ყოველთვის ეძლევა, 4 თვლის რომ ყოველთვის არ ეძლევა ამის საშუალება, 5 მა მოსწავლემ კი პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.
   მასწავლებლის კომენტარი: ვფიქრობ გარკვეული შეზღუდვები ან მასწავლებლის მიერ თავსმოხვეული აზრები, ნაკლები მსჯელობა, ნაკლები თავისუფლება გამოიწვევს ძალზედ ერთფეროვან გაკვეთილებს, რაც მოსწავლეებს დაუკარგავს სიხალისეს და მოტივაციას, რომ გაკვეთილში აქტიურად იყვნენ ჩაბმულები და მონაწილეობა მიიღონ ყველა აქტივობაში. თავისუფლება ერთ–ერთი გამორჩეული მოტივატორია ნებისმიერ სასწავლო აქტივობაში.





    კითხვა ეხება მოსწავლეთა მოტივაციას

       საკითხზე რომელიც ეხებოდა მოსწავლეთა მოტივაციას და მასწავლებლის მხრიდან სხვადასხვა აქტივობის შეთავაზებას, რათა მუდმივად ჩართული იყოს მოსწავლე საგაკვეთილო პროცესში გამოკითხვამ აჩვენა შემდეგი შედეგი: გამოკითხული 31 მოსწავლიდან 22 თვლის რომ მასწავლებელი სხვადასხვა აქტივობის გამოყენებით ცდილობს თითოეული მოსწავლე ჩართული იყოს საგაკვეთილო პროვესში, 4 მა დააფიქსირა რომ უმეტეს შემთხვევაში, 4 მა მოსწავლემ ჩათვალა რომ იშვიათად, 1 მა კი პასუხისგან თავი შეიკავა.
    მასწავლებლის კომენტარი: ვინაიდან გამოკითხული მოსწავლეებიდან უმრავლესობა სწორად აცნობიერებს რომ მასწავლებლის მხრიდან სხვადასხვა აქტივობის შეთავაზება ხელს უწყობს მათთვის სტიმულის მომატებას და მოტივაციას, ვეცდები მომავალშიც თითოეული გაკვეთილი დატვირთული იყოს განსხვავებული აქტივობებით, რათა არ იყოს მოსაწყენი და ნაკლებად საინტერესო.





                 გეოგრაფიის გაკვეთილზე მოტივაცია მაღალია , რადგან
 ა. გეოგრაფიის გაკვეთილზე შეფასების სისტემა ჩემთვის ცნობილია ამ საკითხთან მიმართებაში მოსაზრებები ასე გადანაწილდა: იშვიათად თვლის 3 მოსწავლე, უმეტეს შემთხვევაში კი 28.
ბ. განმავითარებელი შეფასება მეხმარება აკადემიური ცოდნის გაუმჯობესებაში; 5 მოსწავლე თვლის იშვიათად ,25 თვლის უმეტეს შემთხვევაში, 1 მოსწავლე კი აზრის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.
გ. მრავალმხრივი მუშაობა მეხმარება თვითრეალიზაციაში; 7 მოსწავლე თვლის რომ იშვიათად, 23 თვლის რომ უმეტეს   შემთხვევაში, 1 მოსწავლემ პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.
დ. ცოდნის გამოყენების თანხვედრა, მაძლევს საშუალებას ავიდე მაღალ სააზროვნო უნარებზე;  იშვიათად ფიქრობს 5 მოსწავლე, უმეტეს შემთხვევაში 23, 3 მა მოსწავლემ პასუხისგან თავი შეიკავა.
 მასწავლებლის კომენტარი:  შეფასება წარმოადგენს პიროვნების განვითრების ერთერთ მაჩვენებლს და შესაბამისად ის ნათელი უნდა იყოს ყველა მათგანისთვის, გაკვეთილზე აქტიურობის ყველა ფაზაში .ამ საკითხის ანალიზის შემდეგ საჭიროდ ვთვლი, რომ, უფრო მეტი უნიშნო აქტივობებით უნდა დაიტვირთოს საგაკვეთილო პროცესი, განმავითარებელი შეფასება, შექება ,წახალისება, სიტყვიერი კომენტარები, მრავალმხრივი მუშაობა მომცემს  შესაძლებლობას  გავაუმჯობესო მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება.

     გეოგრაფიის სწავლების გაუმჯობესების მიზნით უფრო ხშირად გამოვიყენებდი ელექტრო რესურსებს, გამოკითხული 31 მოსწავლიდან 25 მა მოსწავლემ დააფიქსირა დიახ, 4 მა დააფიქსირა რომ არა, ხოლო 2 მა მოსწავლემ პასუხისგან თავი შეიკავა.
მასწავლებლის კომენტარი: თანამედროვე ეპოქაში, როცა უამრავი ელექტრონული რესურსი არსებობს, მოსწავლეები მიჯაჭვულები არიან ციფრულ სამყაროს, გაკვეთილზეც ელექტრონული რესურსების გამოყენება გაზრდის სწავლის ხარისხს მოსწავლეებში.



    როგორ ფიქრობთ რა განაპირობებს თქვენი შვილის მოტივაციას/ დემოტივაციას და მის აკადემიურ მოსწრებას
მშობელთა გამოკითხვის კითხვარიდან, რომელიც ეხებოდა საკითხს თუ რა განაპირობებს მათი შვილების მოტივაციას ან დემოტივაციას ასევე აკადემიურ მოსწრებას, მივიღე შემდეგი შედეგი, გამოკითხულებიდან 42% თვლის რომ გადამწყვეტია მასწავლებლის კომპეტენცია, 23% თვლის რომ აკადემიურ მოსწრებას ძირითადად მოსწავლის სწავლისა და ათვიდების უნარი განაპირობებს, 35% თვლის რომ ამ შემთხვევაში გადამწყვეტია საგნისადმე დამოკიდებულება, მხოლოდ 2% თვლის რომ მოტივაცია/დემოტივაციაზე და აკადემიურ მოსწრებაზე შეიძლება გავლენა იქონიოს სოციალურმა მდგომარეობამ.
მასწავლებლის კომენტარი: ვინაიდან მშობლების გამოკითვაში თუ რა განაპირობებს მათი შვილების მოტივაციას შედარებით მაღალი პროცენტი დაფიქსირდა მასწავლებლის კომპეტენციასა და საგნისადმი დამოკიდებულებაზე, ამიტომ როგორც მასწავლებელი შევეცდები მუდმივად განვვითარდე, ვიყო მუდმივად საინტერესო ინფორმაციის მიმწოდებელი მოსწავლეებისათვის, თავად ვიყო ყოველთვის მოტივირებული მაღალი დონის გაკვეთილის ჩატარებისთვის, მუდმივად წარმოვაჩინო ჩემი საგნისადმი სიყვარული, რათა მათაც გაუჩნდეთ საგნისადმი დადებითი დამოკიდებულება.
                                                                                                                        





      ახდენს თუ არა გავლენას პედაგოგის დამოკიდებულება თქვენი შვილი მოტივაციასა და აკადემიუ მოსწრებაზე

      ახდენს თუ არა პედაგოგის დამოკიდებულება მათი შვილების მოტივაციაზე, გამოკითხვამ აჩვენა ასეთი შედეგები: 28 მშობელი თვლის რომ დიახ, 2 მშობელი თვლის რომ არა, 1 მშობელმა კი პასუხისგან თავი შეიკავა.
       მასწავლებლის კომენტარი: მასწავლებლის მიდგომას და დამოკიდებულებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა თუ როგორ განეწყობა მოსწავლე ზოდად ამ საგნის მიმართ. არასწორმა დამოკიდებულმა და მასწავლებლის მიერ დაშვებულმა შეცდომამ შეიძლება საგანი საერთოდ შეაძულოს მოსწავლეს ან პირიქით სწორმა დამოკიდებულებამ ძალიან შეაყვაროს და გაკვეთილზე ორმაგად მოტივირებული გახადოს. ვინაიდან მშობლების უმრავლესობაც ასე ფიქრობს ვეცდები მომავალში თითოეულ გაკვეთილზე ვიყო მაქსიმალურად პოზიტიური, მზრუნველი და კეთილგანწყობილი თითოეული მოსწავლის მიმართ.







       რამდენად ხშირად ხართ ჩართული თქვენი შვილის სკოლის ხცოვრებაში


    

       კითხვარმა თუ რამდენად ხშირად არიან მშობლები ჩართულნი შვილის სასკოლო ცხოვრებაში აჩვენა შემდეგი შედეგი: გამოკითხული 31 მშობლიდან მხოლოდ 5 მა დააფიქსირა რომ სისტემატიურად ჩართულია შვილის სკოლის ცხოვრებაში, იშვიათად დააფიქსირა 23 მა, ხოლო თითქმის არასდროს დააფიქსირა 3 მა მოსწავლემ.
   მასწავლებლის კომენტარი: მშობელთა ჩართულობას შვილის სასკოლო ცხოვრებაში აქვს უდიდესი მნიშვნელობა, მოსწავლისთვის არის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი მოტივატორი, ვინაიდან გამოკითხვამ საკმაოდ დაბალი შედეგები აჩვენა, შევეცდები გაცილებით მეტი ვიმუშავო ამ საკითხზე რათა მაქსიმალურად შევძლო მშობლების დაინტერესება სასკოლო ცხოვრებით, რაც მოსწავლეებში აამაღლებს მოტივაციასა და ჩართულობას, რაც პირდაპირმნიშვნელოვნად დადებითად აისახება მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებაზე.
   
           ა. კმაყოფილი ვარ  საგაკვეთილო პროცესით და დისციპლინით: ეთანხმება 24  და ნაწილობრივ 3 მშობელი, არ ეთანხმება 2 და პასუხისგან თავი შეიკავა 2 მა მშობელმად.
ბ.  ჩემ შვილს ეძლევა განათლების მიღების საშუალება: ამ საკითხს თანხმება 22 მშობელი, ნაწილობრივ ფიქრობს 7 და უჭირს პასუხის გაცემა 2 მშობელს
 გ. კითხვაზე  ჩემი შვლის მასწავლებელი კომპენტენტური და მონდომებულია ეთანხმება 28 მშობელი, ნაწილობრივ თვლის 3  მშობელი.
     დ. მე კმაყოფილი ვარ იმ მეთოდებით და მიდგომებით რომელსაც გეოგრაფიის მასწავლებელი იყენებს ამ საკითხს სრულიად ეთანხმება 26 მშობელი, ნაწილობრივ 4 მშობელი, 1 მშობელმა კი პასუხისგან თავი შეიკავა.
 
თვლით  თუ არა, რომ  თქვენი შვილის აკადემიურ მოსწრებასთან უნდა მოხდეს სიტყვიერი კომენტარის მიცემა მისი განვითარების მიზნით :

მშობლების  92 %    თვლის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ხოლო 8 % კი ფიქრობს აც ისე მნიშვნელოვანია



                 შედეგების ანალიზი და პრობლემის     გამოკვეთა.
ძლიერი მხარე. 
    მონაცემთა პირველად შედეგების დამუშავებისას გამოიკვეთა რომ გეოგრაფიის გაკვეთილზე მოსწვალეთა ქცევა დამაკმაყოფილებელია და მოსწავლეები მასწავლებლის მიმართ გამოხატავენ პატივისცემას.ახალი მასალის ახსნის დროს სასაუბრო ენა ბავშვებისთვის გასაგებია და შესაბამისად დავალებების მიცემისას ეს ფაქტორი აიოლებს მათ შესრულებას,მოსწვლეების უმეტეს ნაწილს აქვს თავისუფელბა საკუთარი აზრის გამოხატვასა და დაფიქსირებაში,რთული დავლებების დროს ხდება სწორი მინიშნება და მყისიერი უკუკავშირი, რითაც იზრდება მოსწავლეთა დაინტერესება.აქტიური დავალებებით  და მუშაობით,შეფასების ინსტრუმენტების გამჭირვალობით და ხშირი განმავითარებელი შეფასებით მოსწვლეებს ეძელვათ თვითრელიზების საშუალება
სუსტი მხარე.
მოსწავლეთა გარკვეულ ნაწილს უჩნდება სურვილი შეცვალოს გაკვეთილის ძირითადი მიზანი და მსვლელობა ცდილობენ ისეთი არგუმნეტის წამოყენებას რაც არ შეესაბამება თემას. ზოგიერთი მათგანისთვის უკუკავშირი ბუნდოვანია და ვერ ახარისხებენ მინიშნებების დროს გამოკვეთილ ძლეირ და სუსტ მხარეებს. ცოდნის გააზრების დროს მოსწავლეებს უჭირთ სწრაფად მოფიქრება და რეაგირება.
რაც შეეხება მშობელთა გამოკითხვის შედეგებს, მშობელთა დიდი ნაწილი გამოთქვამს კმაყოფილებას სწავლების გზებსა და მიდგომებზე , უპირატესობას ანიჭებენ განმავითარებელ შეფასებას თუმცა მათი ჩართულობა შვილის სასკოლო ცხოვრებაში მცირეა.
     აღნიშნული ფაქტების გაანალიზების შემდეგ გამოიკვეთა რომ მოსწავლეთა მოტივიცია უთანაბროა   და გაკვეთილის პროცესში მოითხოვს ისეთი მიდგომების განხორცილებას სადაც მოხდება ყველა მათგანის ინტერესის გათვალისწინება .
შესაბამისად დავგეგმე ისეთი ტიპის ღინისძიებები ,რომლიც მოსწავლეთა ჩართულობას გაზრდიდა.
                          ინტერვეციების დაგეგმვა და განხორციელება.
I აქტივობა .  IX  კლასში საქართველოს გეოგრაფიის შესწავლის პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია რელიეფს, და მისგან გამოწვეულ სირთულეებს. შესაბამისად მოსწვლეთა ჩართულობა ერთ ერთი აუცილებელი ფაქტორია მიზნის მისაღწევად.გაკვეთილი დავგეგმე ,,სწავლა კეთების მეთოდით“.კლასი დავყავი ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფს  ჩემი მითითებებით უნდა შეექმნათ  სამგანზომილებიანი საქართველოს რელიეფის მაკეტი. ასეთი ტიპის აქტივობა მოცავდა რესურსების განაწილებას,მობილიზებას და მიზანმიმართულ გამოყენებას. რომელსაც ესაჭიროებოდა მონიტორინგი.მონიტორნგის ჯგუფი დავაკომპლექტე დემოტივირებული მოსწავლეებით ,მათ ევალებოდათ ძირითადი საორგანიზაციო საკითხები და მუშაობის პროცესში ჯგუფების დახმარება და თვალყურის დევნება.მონიტორინგის ფუნქცია მოსწვლლებისთვის სკამაოდ საპასუხისმგებლო აღმოჩნდა და მთელი გაკვეთილი მსვლელობის პროცესში შეინიშნებოდა მათი დიდი ჩართულობა და ხალისი,რითაც ძალიან კმაყოფილი ვიყავი.
II აქტივობა.
პირველი აქტივობიდან გამომდინარე დავინახე რომ ბავშვებს მოსწონთად არაფორმალური სწავლება შესაბამისად ,,ბიომრავალფეროვნება და საქართველოს დაცული ტერიტორიების თემის შეჯამებისას კლასი გავყავი ორ ჯგუფად.ერთ ჯგუფს ევალებოდა წინასწარ მოზმადებული ინფორმაციის გამოყენებით მოეხდინათ დაცული ტერიტორიების კლასფიცირება რეგიონების მიხედვით.
მეორე ჯგუფს რომელიც დემოტივირებული მოსწვლეებისგან შედგებოდა დავავალე  საქართველოს ატლასში მოეძიებინათდაცული ტერიტორიების რუკა და ამ რუკის გამოყენებით კონტურულ რუკაზე დაეტანათ ნაკრძალები და ეროვნული პარკები. მათ ასევე ევალებოდათ გამოევლინათ ორი ისეთი დაცული ტერიტორია რომლებშიც მსგავსი ლანდშაფტი არის წარმოდგენილი და ორი ისეთი დაცული ტერიტორია, რომლებიც რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. აქტივობამ დიდი ინტერესი გამოიწვია, მოსწავლეები ახდენდენ საკუთარი მოსაზრებების და დასკვენების თავისუფლად გამოხატავს.
III  აქტივობა.
    თებერვლის ბოლოს სამიზნე ჯგუფად შერჩეულ მე 9 კლასში დავგეგმე და ჩავატარე ღია გაკვეთილი თემაზე „სამეგრელო ზემო სვანეთი“. გეოგრაფიული და ისტორიულ–კულტურული ტავისებურებების შესწავლამ და სვანური ტრადიციების სიღმეებში ჩახედვამ საგრძნობლად აამაღლა მოტივაცია მოსწავლეებში  და ისინი დიდი ენთუზიაზმით  ჩაერთვნენ ყოველ აქტივობაში. გაკვეთილზე მე თავად შევიმოსე სვანური ჩოხით, მოვიტანე სვანური ქუდი და უძველესი სვანური ხანჯალი, ჩართოლანების საგვარეულო დინასტიიდან, რამაც გამოიწვია დადებითი განწყობის შექმნა და  მოტივაციის ამაღლებაც. ასევე ღია გაკვეთილზე სტუმრად მოვიწვიე მათივე თანატოლი სვანი ბიჭი მულახის თემიდან, რომელიც ღია გაკვეთილის შემდეგ ბავშვებს ესაუბრა სვანურ ტრადიციებზე და თემის და მახვშის ინსტიტუტის ისეთ დეტალებზე რაც აქამდე მათთვის უცნობი იყო და  წაუკითხა ლექსები სვანურ ენაზე.



IV აქტივობა.
22 აპრილს დედამიწის  საერთაშორისო  დღესთან დაკავშირებით სსიპ 160 სკოლის საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრამ ჩაატარა შეჯიბრი ,,რობიზონის მოგზაურობა“.  სადაც მონაწილეებს ევალებოდათ სკოლის გეგმის გამოყენებით არსებულ ნიშნულებამდე მისვლა , კითხვის აღება, პასუხის გაცემა და ძირითადი საკვანძო სიტყვის გამოცნობა. შესაბამისად  ჩავერთეთ შეჯიბრში.ჯგუფები დავაკომპლექტეთ შერეულად. მაღალი აკდემიური მოსწრების ბავშვებთან ჩავსვი დემოტივირებული მოსწავლეები.რითაც განუვითარდებოდათ  თანამშრომლობის და ურთიერთგამოცდილების  უნარი,მოხდებოდა სხვადსხვა ინტელექტის გამოყენება ( ფიზკური და გონებრივი)  ერთი მიზნის მისაღწევად.შეჯიბრის დროს ვაძლევდი სტიმულს ,რომ მათი მოგება ჩემთვის პრესტიჟული იყო და ვგულშემატკივრობდი. შეჯიბრმა წარმატებით ჩაიარა,ადვილად გაართვეს თავი საორიენტაციოს დავალებას ხოლო კითხვებზე პასუხი გაუჭირდათ.მათი შესრულებული დავალების გადახედვისას  თავად დაინახეს, რომ მეტი ცონდა უპირობო გამარჯვებას მოუტანდათ.
თავი 6. ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები
ა) მიგნებები
კვლევაზე მუშაობისას გამოიკვეთა, რომ ნამდვილად დაბალია მოსწავლეთა შინაგანი მოტივაცია ბუნებისმეტყველების  შესასწავლად;  მოსწავლეთა დაბალ მოტივაციას განაპირობებს როგორც სწავლებისა და სწავლის სტილს შორის გარღვევა, ასევე გარეგანი ფაქტორები :
მოსწავლეების მხრიდან გაკვეთილებზე ნაკლები აქტიურობის მიზეზია  დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევების არქონა, არასტაბილურობა, სირთულეების თავის არიდება. მშობლები დაბალი მოტივაციის მიზეზად ასახელებდნენ ასევე გადატვირთულ და უინტერესო სახელმძღვანელოებს. კვლევის ერთ-ერთი მიგნებაა ისიც, რომ მოსწავლეთა დაინტერესება და სწავლის ხარიხი სწავლების სტილის პირდაპირპროპორციულად იზრდება.
მოსწავლეებისთვის გაცილებით უფრო ბუნებრივია საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩართვა და მონაწილეობა, ვიდრე მშვიდად ჯდომა და მოსმენა. ამისათვის უნდა ჩავატაროთ დისკუსიები, გამოვიყენოთ  ჯგუფური მუშაობის მეთოდი, პრეზენტაციები, როლური თამაშები, საგანმანათლებლო ექსპედიციები და სხვა. ხშირად ჩავატაროთ ცდები, პრაქტიკული სამუშაოები...
მოსწავლეებს მივცეთ არჩევანი დავალებების შესასრულებლად - ეს გულისხმობს მოსწავლის მიერ დავალების შესრულების ფორმის თავისუფალ არჩევანს (დახატოს, გამოძერწოს, ააგოს, წარმოსახვით იმოგზაუროს...) ამ გზით მოსწავლეებს სტიმულს მივცემთ მისთვის სასურველი საქმის საკეთებლად.
გამოვიყენოთ განსხვავებული სირთულის დავალებები – კარგი იქნება, თუ ერთსა და იმავე თემაზე მოსწავლეებს სხვადასხვა სირთულის დავალებებსა თუ აქტივობებს შევთავაზებთ. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, გავითვალისწინოთ მოსწავლეთა შესაძლებლობები, თავიდან ავიცილოთ მათი მხრიდან სირთულის მიზეზით დავალების შეუსრულებლობა, რაც აამაღლებს მათ მოტივაციას.
შეცდომები სწავლის საუკეთესო საშუალებაა – კლასში შეიქმნას ისეთი გარემო, რომელშიც მოსწავლეებს ნეგატიური შეფასების, კრიტიკის და შეცდომის დაშვების შიში არ ექნებათ. შეცდომები უნდა ვაქციოთ მოსწავლისთვის უკეთესი შედეგებისკენ სწრაფვის დასაწყისად.
მაქსიმალურად და ეფექტიანად გამოვიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიები – ეს ფაქტორი ძალზე მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესში, რადგან მოსწავლეთა აბსოლუტური უმრავლესობა დღის სოლიდურ ნაწილს უთმობს კომპიუტერთან ჯდომას.
 სათანადო ყურადღება დავუთმოთ მოსწავლეთა თითოეულ ნაშრომს – მის განხილვასა და შეფასებას,  ზერელე დამოკიდებულების შემთვევაში მოსწავლე დემოტივირებული ხდება.
ბ) რეკომენდაციები